მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფოთი, ხობი, წალენჯიხა, აჭარა – უხვმა ნალექმა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა

სტიქია წალენჯიხაში

ორდღიანი ძლიერი წვიმის შედეგად დასავლეთ საქართველოში სტიქიური მოვლენები განვითარდა.

ფოთში უხვმა ნალექმა ქუჩები და ეზოები დატბორა. წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შევიდა, რის გამოც ზიანი მიადგა საყოფაცხოვრებო ნივთებს და კომერციულ ობიექტებს.

ხობში და წალენჯიხაში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, კორპუსების სარდაფები და სოფლის გზები, მეწყრული პროცესების შედეგად კი დაზიანდა ინფრასტრუქტურის ნაწილი.

წალენჯიხის სოფელ ფახულანში მეწყერი ჩამოწვა.

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ქედის მერიის ინფორმაციით, საცხოვრისი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობდა და ოჯახს არაერთხელ მიეწოდა გაფრთხილება საცხოვრებლის დატოვების თაობაზე. სტიქიური პროცესები განვითარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც, სადაც დილით მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა რამდენიმე სახლი და დააზიანა ინფრასტრუქტურა.

ყველა მუნიციპალიტეტში მერიებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები