საფრანგეთის ელჩი ფოთში ვიზიტის ფარგლებში, „APM ტერმინალისა“ და პორტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
საელჩოს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ფოთის პორტის სტრატეგიული როლი რეგიონულ სატრანსპორტო დერეფნებში. საუბარი შეეხო როგორც ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს, ისე ლოჯისტიკასა და საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ მიმდინარე გამოწვევებს.
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის დელეგაციამ უშუალოდ ადგილზე მოინახულა საპორტო სივრცე და სამუშაო პროცესი.
„მხარეებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, დელეგაციამ საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პლატფორმის საპორტო ინფრასტრუქტურები დაათვალიერა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























