მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთში ძლიერმა შტორმმა სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა - ფოთის მერია

სტიქია
28.11.23 00:52
1789

ძლიერმა შტორმმა სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერიის შესაბამისი სამსახურები სრულადაა მობილიზებული და საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს.

"სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. პრობლემურ ადგილებზე ეწყობა ე.წ. ტეტრაბოტები.

სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ქალაქის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად გაეცნო.

ასევე, ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც დააზიანა, სადაც უკვე მოხდა დროებითი გადახურვის მონტაჟი.

ამინდის გაუმჯობესებისთანავე აქტიურად განხორციელდება სხვა სალიკვიდაციო სამუშაოები.
მადლობა ყველა კომპანიას, რომლებიც მერიის სამსახურებთან ერთად ჩართულია სტიქიასთან ბრძოლის პროცესში", - წერს ფოთის მერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები