მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FOXCONN-მა ინდოეთში $19.5-მილიარდიანი ინვესტიციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

64ad231896349
გიორგი თოლორდავა
11.07.23 13:54
1495
Apple-ის უმსხვილესმა მიმწოდებელმა კომპანია Foxconn-მა ინდოეთში 19.5 მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო შეთანხმება განადასტურა.

Foxconn-ის წარმომადგენლობის განცხადებით, ინდურ კომპანია Vedanta-სთან სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამიტომაც ტაივანურმა Foxconn-მა საინვესტიციო გეგმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

მიუხედავად ჩაშლილი გარიგებისა, Foxconn-ს დაგეგმილი აქვს, რომ ახალი ქარხნები ინდოეთშიც მაინც ააშენოს, თუმცა ამისათვის მას სხვა პარტნიორის მოძებნა მოუწევს.

ინდოეთს კომპანია Apple-ისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირებას და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას აქტიურად ცდილობს.

რაც შეეხება უშუალოდ Foxconn-ს, ის Apple-ის პროდუქციის აწყობაზეა პასუხისმგებელი, რადგან თავად Apple-ს საკუთარი საწარმოო ქარხნები არ აქვს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები