მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგული Atos შვილობილ Worldgrid-ს €270 მილიონად ყიდის

atos

ფრანგული IT კომპანია Atos თავის შვილობილ Worldgrid-ს €270 მილიონად ყიდის. ენერგეტიკულ კომპანიას მულტინაციონალური საინჟინრო კომპანია Alten-ი შეიძენს, ტრანზაქცია კი წლის ბოლომდე დაიხურება - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

შეთანხმებას, ჯერ კიდევ სექტემბერში, მწვანე შუქი ევროპულმა კომისიამ აუნთო. Worldgrid-ი 1 100 ადამიანს ასაქმებს, კომპანიამ გასულ წელს €170 მილიონი გამოიმუშავა.

საქმე ისაა, რომ Worldgrid-ის გაყიდვის გადაწყვეტილება Atos-მა იმ ფონზე მიიღო, როცა საფრანგეთის ხელისუფლება, წარუმატებლობის ჟამს, კომპანიის დაცვას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ Atos-ი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ფირმად ითვლება, ტექნოლოგიების სექტორში, კომპანია სახელმწიფო ვალის გამო რესტრუქტურიზაციის პროცესშია.

ფრანგული პარლამენტის საფინანსო კომისიამ უკვე მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ფარგლებშიც, Atos-ის ნაციონალიზაციაა მოსალოდნელი.

Atos-ი საფრანგეთის არმიისთვის დაშიფრულ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. კომპანია სუპერკომპიუტერებს ფლობს, რომლებიც საფრანგეთში ატომური ბომბის სიმულაციური ტესტირებისთვის გამოიყენება. ამასთან, Atos ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას კრიტიკულად მნიშვნელოვან IT სერვისებს აწვდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები