2024 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს IT სექტორში 24,117 კომპანია ოპერირებს. Galt & Taggart-ის დარგის მიმოხილვის მიხედვით, კომპანიების 84% უცხოური წარმომავლობის არის.
აქედან, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების რაოდენობა 72-ია და დანარჩენი ძირითადად უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან. შესაბამისად IT კომპანიების 93% ინდივიდუალურ მეწარმეებზე მოდის, რომელთა უმეტესი ნაწილი რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებზე მოდის.
მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ IT სექტორის ზრდა საგადასახადო შეღავათებსა და სხვა სახელმწიფო ინიციატივებს უკავშირდება. კერძოდ კი:
- 2020 წლის სექტემბრიდან საქართველოში მოქმედებს მთავრობის შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკა IT სექტორში დაკავებული საერთაშორისო კომპანიების მიმართ (მეტი დეტალისთვის იხილეთ დანართი 1).
- FDI გრანტის მიღების შესაძლებლობა სამთავრობო ორგანიზაცია აწარმოე საქართველოსგან (მეტი დეტალისთვის იხილეთ დანართი 2).
- IT პროფესიონალების გადამზადების პროგრამა „Do IT In Georgia”-სა და GITA-ს თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც 4,000-მდე პროფესიონალი გადამზადდა. კომპანიების შიდა (in-house) ტრენინგები.
Galt & Taggart-ის მიხედვით, საგადასახადო შეღავათების დაწესებამ საქართველოში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას მისცა ბიძგი. საგადასახადო შეღავათების შემდეგ, საქართველოში საერთაშორისო კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს შემოსვლა, მათ შორის Epam, Lineate, Sweeft Digital და სხვ.