მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგული კანონი არ არის ქართული კანონპროექტი - საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთში ან მსოფლიოს სხვა ნაწილში რაც ხდება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასაცავად, რის გაკეთებასაც საქართველო აპირებს თავისი მომავლისთვის - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გარსიმ განაცხადა.

„საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ, ცხადია, ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს. როგორც საფრანგეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, მთავრობის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის ოჯახში მივესალმებით. ეს კარგად მოგეხსენებათ. როგორც საქართველოს მეგობრები, - ქვეყნისა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს, - საქართველოს ვეუბნებით, რომ ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. და [მიიღებს თუ არა] საქართველოს გადასაწყვეტია“, - განუცხადა ელჩმა გასრიმ 16 აპრილს ჟურნალისტებს გორში სტუმრობისას.

მისივე თქმით, ის, თუ როგორია კანონმდებლობა სხვა ქვეყნებში, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმის არგუმენტად, რასაც საქართველო საკუთარ მომავალს უკეთებს.

„საფრანგეთში გვაქვს კანონები, რომლებიც განიხილება ჩვენს პარლამენტში. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ქართული კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი და ის, რაც ხდება საფრანგეთში ან მსოფლიოს სხვა ნაწილში, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასაცავად, რის გაკეთებასაც საქართველო აპირებს თავისი მომავლისთვის. შეხედეთ, რა ხდება საქართველოში. შემიძლია, გითხრათ, რომ ფრანგული კანონი არ არის ქართული კანონპროექტი“, – განაცხადა შერაზ გასრიმ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები