მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგული სამხედრო ტექნიკა საქართველოს გავლით სომხეთში მიემართება - Report

სამხედრო ტვირთი
13.11.23 00:03
11535

აზერბაიჯანული გამოცემა Report-ის თანახმად, საქართველოში 2023 წლის 12 ნოემბერს სომხეთისთვის განკუთვნილი სამხედრო აღჭურვილობა შემოვიდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფოთის პორტში შესული ხომალდი დატვირთულია მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი Bastion-ით, რომელსაც ფრანგული კომპანია Acmat-ი აწარმოებს. ამასთანავე, ფოთის პორტში შევიდა კომპანია ARQUUS-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც Bastion-ის ჯავშანტრანსპორტიორის ოპერირებისთვის არის საჭირო.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფოთის პორტიდან ამ ტვირთის ტრანსპორტირება სომხეთის მიმართულებით მოხდება.