მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფრანგულმა Mistral AI-მ $830 მილიონის სესხი მოიზიდა

mistral ai

ფრანგულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Mistral AI-მ საკუთარი მონაცემთა ცენტრის ასაშენებლად 830 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი მოიზიდა.

პარიზთან ახლოს მდებარე ობიექტის აღსაჭურვად კომპანია მიღებულ თანხას NVIDIA-ს 13,800 ერთეული უახლესი GB300 ჩიპის შესაძენად გამოიყენებს. შვიდი წამყვანი ბანკისგან შემდგარი კონსორციუმი, რომელშიც BNP Paribas, HSBC და MUFG შედიან, პროექტს ერთობლივ ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ.

ახალი DATA-ცენტრი ექსპლუატაციაში 2026 წლის მეორე კვარტალში შევა. Mistral AI-ს აღმასრულებელი დირექტორის, არტურ მენშის განცხადებით, ინფრასტრუქტურის გაფართოება ევროპული ტექნოლოგიური ავტონომიის შენარჩუნებას და რეგიონში AI-ჰაბის შექმნას ემსახურება.

კომპანია 2027 წლის ბოლომდე მთელი ევროპის მასშტაბით 200 მეგავატის სიმძლავრის გამოთვლითი რესურსის შექმნას გეგმავს.

ექსპერტების შეფასებით, საკუთარი მონაცემთა ცენტრების ფლობა Mistral AI-ს ამერიკულ ღრუბლოვან სერვისებზე დამოკიდებულებას საგრძნობლად შეუმცირებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Mistral AI წამყვანი ევროპული სტარტაპია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის რეგულაციებთან და ეთიკის მაღალ სტანდარტებს ეფუძნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები