მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Freelance Association - ფრილანსისა და დისტანციური სამუშაო ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება - ნინო ზექალაშვილი ქალების ნარატივში

ბოლო წლების განმავლობაში, ფრილანსერების რაოდენობა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა რაც ტექნოლოგიურ პროგრესს, დისტანციური მუშაობის პოპულარიზაციას და უფრო მოქნილი ცხოვრების სურვილს უკავშირდება. კომპანიებისთვის ფრილანსერები სულ უფრო მოთხოვნადი რესურსი ხდებიან, რადგან მათ საშუალება აქვთ კონკრეტული პროექტებისთვის ან მოკლევადიანი საჭიროებებისთვის სწრაფად მოიზიდონ მაღალკვალიფიციური, სპეციალიზებული კადრები ზედმეტი ლოგისტიკური სირთულეების გარეშე. ეს ტენდენცია კი მიუთითებს იმაზე, რომ ფრილანსინგი აღარ არის მხოლოდ დროებითი სამუშაო, არამედ თანამედროვე შრომის ბაზრის ფუნდამენტური ნაწილია, რომელიც ინოვაციებსა და სამუშაოს ახალი მოდელების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.. გლობალურ ტენდენციაში ცხადია საქართველოც ერთვება და ამ რეალობის გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანაში ფრილანსერების ასოციაცია დაფუძნდა, რომლის მიზანიც ფრილანსისა და დისტანციური სამუშაო ეკოსისტემის განვითარებაა.. ამ ეტაპზე ასოციაცია ახალი ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ფრილანსერებს ექსკლუზიურ ხელსაწყოებს, სერვისებსა და კარიერულ შესაძლებლობებს შესთავაზებს. მისი მთავარი მისიაა დისტანციური მუშაობის, განათლებისა და კარიერული ზრდის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სტუმარი: ნინო ზექალაშვილი - Freelance Association, თანადამფუძნებელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები