მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფსიქიატრიული საწოლების დეფიციტი - რა შეიცვალა დაფინანსების წესში?

63ee57e58830e
თათია ჩაფიჩაძე
19.02.23 22:32
932
ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში ფსიქიატრიული საწოლების დეფიციტზე საუბრობს. მათი თქმით, საწოლების დეფიციტის მიზეზი დაფინანსების ახალი მოდელია, რომელიც 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების გამგეობის წევრმა ნანა ზავრადაშვილმა განაცხადა, ახალი მოდელი კლინიკების ხელმძღვანელებს უბიძგებს, რომ სტაციონარებში საწოლების რაოდენობა მუდმივად შევსებული იყო, რაც ახალი პაციენტების დროულად მკურნალობის პროცესს შეუძლებელს ხდის.

„ფსიქიატრიაში ორი ძირითადი პრობლემაა დაფინანსებასთან დაკავშირებით, ერთი რამდენი უნდა იყოს დაფინანსება და მეორე როგორ უნდა დაფინანსდეს. თუ აქამდე შეთანხმებულები ვიყავით, რომ არსებობდა მწვავე პაციენტი და არსებობდა გრძელვადიანი დაყოვნებით და განსხვავდებოდა დაფინანსების მოდელი, დღეს ეს ამოვარდა, გაერთიანდა და დაფინანსებაც ერთიანია.

პაციენტის მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხა იმ კლინიკისთვის, სადაც 30 ან 30-ზე ნაკლები საწოლია, დღიური დაფინანსება 65 ლარსშეადგენს, ხოლო იქ სადაც 30 საწოლზე მეტია და ასეთია უმეტესობა, იქ 49 ლარია.

ამ დაფინასების მოდელმა რეალურად სერიოზული პრობლემა შექმნა ერთი იმიტომ, რომ პატარა კლინიკებს ერთი შეხედვით მეტი დაფინანსების მიუხედავად, თანხა შეუმცირდათ, გაძვირდა წამლები, გაძვირდა მომსახურება, კომუნალური, ხელფასები, ყველაფერი გაძვირდა. მათი შემთხვევის განფასება აქამდე 10 დღეზე, რადგან დაყოვნება საშუალოდ 10 დღიანია, იყო 690 ლარი და ვამბობდით რომ 850-1000 უნდა ყოფილიყო, დღეს რომ გადათვალოთ 65 ლარი გამოდის 650 ლარი, ანუ იმაზე ნაკლებია ვიდრე იყო.

პატარა საავადმყოფოები კატასტროფის პირას არიან, არადა ტენდენცია რომ ხელი შევუწყოთ მულტი პროფილურ კლინიკებში განყოფილებების გახსნას და არცერთი მულტი პროფილური ამ პირობით განყოფილებას არ გახსნის, სამი იყო და ერთი დარჩა. 60 ადგილი დაკარგა თბილისმა რაც ნიშნავს რომ თვიურად 120 საწოლი დაკარგა, იმიტომ რომ თვეში ორჯერ მაინც იწვა პაციენტი.

მეორე რის გამოც საწოლის დეფიციტი შეიქმნა არის შემდეგი, თუ ჩემი დაფინასება არის 65 ლარი გინდა ერთ კვირაში გავწერო და გინდა ერთ თვეში, გავწელავ დაყოვნებას. ეს გადაწყვეტილება უბიძგებს მენეჯერს, რომ გაწელოს დაყოვნება იმიტომ, რომ ერთი დღეც რომ გაცდეს თავისუფალი საწოლი დაფინანსება აკლდება. კარზე უნდა იყოს მომდგარი სასწრაფო დახმარება და ესეც უნდა ხდებოდეს 14:00სთ-მდე რომ ექიმმა ერთი გაწეროს და მეორე დააწვინოს.

კლინიკა-კლინიკა დადიან პაციენტები სასწრაფოს მანქანით და საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს სურამში ან რუსთავში. დღე კიდევ შეიძლება ამის მოგვარება, ღამე რომ დაგჭირდეს პაციენტის მოთავსება, ღამე ვინ გაწერს პაციენტს? ეს პრობლემა ახალი არ არის, მაგრამ ამ დაფინასებამ ის არათუ გადაჭრა, არამედ გაამწვავა. მულტი პროფილურები უნდა წავახალისოთ რომ გაიხსნას, რამდენიც რეგისტრირებულია ეს ერთია და რამდენიც არ არის კიდევ სხვა სწორედ იმიტომ რომ არ უნდათ ცალკე საავადმყოფოში ყოფნა, უნდათ რომ ინტეგრირებული იყო. მთელი მსოფლიო ამაზე გადადის და ამ დაფინანსებით ჩვენ პირიქით უკან მივდივართ. გარდა იმისა, რომ ფინანსურად ვერ ამართლებს, ვერც იდეურად ამართლებს“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები