მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფულადი გზავნილების რეფორმაში მსხვილი კომპანიებიც არიან ჩართული" - „კრედიტინფო საქართველო“

შემოსავლები

2023 წლის მარტიდან, ყველა საკრედიტო რეგულირებადი ორგანიზაცია ვალდებულია, რომ უცხოეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია „კრედიტინფო საქართველოს“ მიაწოდოს. როგორც „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ლაშა ბაღათურიამ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რეფორმაში, რომელიც სესხის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც შემოსავლებს გზავნილების სახით იღებენ, უკვე მსხვილი კომპანიებიც არიან ჩართული.

ბაღათურია იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში სერვისში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება.

"სუბიექტებს ფურცლების და ქვითრების წინ და უკან ტარება აღარ მოუწევთ და ყველა ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია, ერთ ცენტრალურ სივრცეში იქნება თავმოყრილი. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა გამსესხებელი მარტივად ნახავს და გადაამოწმებს სუბიექტის შესახებ შემოსავლების ინფორმაციას და დაკრედიტებაც უფრო გამარტივდება“, - აცხადებს ბაღათურია.

მისივე ცნობით, ბოლო 10 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში $3 მლრდ-ზე მეტი ფულადი გადმორიცხვა ფიქსირდება, რაც დაახლოებით 6,5 მლნ ცალ ტრანზაქციას გულისხმობს. აღნიშნული მონაცემები 1 მლნ ფიზიკურ პირზეა მოცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 მლნ პირს ამ ათი თვის განმავლობაში 1 ჩარიცხვა მაინც აქვს განხორციელებული.

აღსანიშნავია, რომ სუბიექტს „კრედიტინფო საქართველოს“ პლატფორმაზეც შეუძლია საკუთარი ინფორმაციის გადამოწმება და რაიმე ნაკლოვანების ან არასწორი ინფორმაციის შემთხვევაში, იქვე რეაგირების მოხდენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები