მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულის გათეთრების ბრალდება ჩვენი რეპუტაციის დანგრევას და ანაკლიის პროექტის შეჩერებას ემსახურებოდა - ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძე
BM. GE
29.09.23 20:55
65

ფულის გათეთრების ბრალდება ჩვენი რეპუტაციის დანგრევას და ანაკლიის პროექტის შეჩერებას ემსახურებოდა, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძის სოციალურ ქსელში წერს, რითაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, აუცილებლად მიმართავს სტრასბურგს, რათა პრეცედენტი დაფიქსირდეს და მომავალში ოპონენტების წინააღმდეგ აღარ იქნეს გამოყენებული პროკურატურა და სასამართლო.

„გამოცხადდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სააპელაციო საჩივარი მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც წერტილი დაუსვა 5-წლიან ეპოპეას და სასამართლო განხილვებს, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად შეაფასა, როგორც პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითი.

რა თქმა უნდა, ფულის გათეთრების თემა აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდება იყო და ემსახურებოდა ჩვენს გაშავებას. ჩვენი საქმიანი რეპუტაციის დანგრევას, ამის მეშვეობით ანაკლიის პროექტის შეჩერებას. ცხადია, რომ არანაირი საფუძვლის ნასახიც კი არ არსებობდა ამ ტიპის ბრალდებისთვის, მაგრამ როგორც რუსეთის ფედერაციაში არსებული პრაქტიკის საუკეთესო ტრადიციებში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის აქაც, ჩვენს ქვეყანაშიც გამოყენებული იქნა ეს მუხლი.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, იძულებულები გახდნენ, რომ გავემართლებინეთ ფულის გათეთრების საქმეში და იმისათვის, რომ ზიანი მაინც მოეყენებინათ, ამისთვის მოიფიქრეს ხანდაზმული მუხლით გამტყუნება, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვა, გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნა, ესეც მიზანდასახულად, ჩემი სადეპუტატო მანდატის შესაწყვეტად

ჩვენ მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ პრეცედენტი, რომ აღარასოდეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არ იქნეს გამოყენებული პროკურატურა და სასამართლო“, - წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები