მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულის გლობალური კვირეული - როგორ აღვნიშნავთ საქართველოში?

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში საქართველოს საბანკო ასოციაცია საჯარო პანელს მართავს, სახელწოდებით: "დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი". პანელური ღონისძიება 2 ნაწილად ჩატარდება და ჯამში 3 საათს გასტანს. ორივე ნაწილის ბოლოს დამსწრეებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ შემეცნებითი ხასიათის ქვიზებში და მოიგონ სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები. ღონისძიება დღეს, 16:00 საათზე არის ჩანიშნული.

სტუმრები: დავით რუსია - საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი;

ინგა ქარჩავა - საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი;

მაია მარქარაშვილი - სებ-ის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები