მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ფუსფუსმა“ ფიზიკური მაღაზია დაკეტა - ნათია ყურშუბაძე ქალების ნარატივში

მიმდინარე პროცესების გავლენს გრძნობს ყველა იქნება ეს ცალკეული მოქალაქე თუ ბიზნესი, რომელსაც რთული, არასტაბილური ვითარების პარალელურად უწევს ოპერირება. გამოწვევების წინაშე დადგნენ მცირე მეწარმეებიც, რომელთა ნაწილმა მუშაობაც შეაჩერა. „სანამ ქვეყანა არ დაემსგავსება ქვეყანას, მანამდე არაფერს არ ვაპირებ“ – განაცხადა „ფუსფუსის” დამფუძნებელმა #BMG-სთან და აქვე მომხმარებელს ამცნო, რომ კომპანიამ ფიზიკური მაღაზია დახურა. მისი ინფორმაციით, კრიზისი გასული წლის გაზაფხულის აქციების დროიდან დაიწყო, რაც როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე მასზე და მისნაირ მცირე მეწარმეებზე აისახა. არჩევნებამდე კი, მოსალოდნელი გამწვავებული კრიზისის ფონზე, ყურშუბაძემ საკონდიტრო დახურა და საქმიანობა კვლავ სახლში გააგრძელა. აქვე გეტყვით, რომ დღეს 15 საათზე, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია - ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების განთავისუფლება. გაფიცვას ბიზნესებიც უერთდებიან, მათ შორის არის ფუსფუსიც.

სტუმარი: ნათია ყურშუბაძე - “ფუსფუსის” დამფუძნებელი;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები