მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G7-ის სანქციების მიუხედავად, რუსეთი ნავთობის ექსპორტისგან მიღებულ შემოსავალს ზრდის - FT

რუსული ნავთობი

FT წერს, რომ რუსეთი წარმატებით ახერხებს G7-ის [დიდი შვიდეულის] სანქციებისთვის თავის არიდებას ნავთობის ექსპორტის უმეტეს ნაწილზე. შედეგად ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები რუსეთს გაეზრდება იმ ფონზე, როცა ნედლი ნავთობის ფასი საერთაშორისო ბირჟაზე თითქმის 100 დოლარამდე გაიზარდა.

ამას გარდა, გამოცემა წერს, რომ სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობის მიწოდება ბაზარზე 2023 წლის გაზაფხულზე 50%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ კრემლი ადაპტირდა ნავთობზე დაწესებული სანქციებზე და მად გვერდს უვლის, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდა საშუალებას აძლევს Urals თითქმის საბაზრო ფასად გაყიდოს.

კიევის ეკონომიკური სკოლის [KSE] განცხადებით, 2023 წლის ივნისიდან საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობზე ფასის სტაბილური ზრდის გამო, რუსეთს აღარ უწევს საკუთარი Urals-ის იაფად გაყიდვა. შედეგად ორგანიზაციის შეფასებით, 2023 წელს ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ქვეყანას სულ მცირე 15 მილიარდი დოლარით გაეზრდება.

გამოცემის თანახმად, ეს დარტყმაა დასავლეთის მცდელობაზე ხელი შეზღუდოს რუსული ნავთობის გაყიდვები, რაც ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. ურალსის გაყიდვების შეზღუდვა დასავლეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო, თუმცა ამ პროცესს ხელს უშლის ისიც, რომ ბარელი ნავთობის ფასმა ბოლო ერთ წელში პირველად გადააჭარბა 95 დოლარს. დღეის მდგომარეობით ურალსის ფასი ბარელზე 78 დოლარს აღწევს, ფასი წლიურად 18%-ით არის გაზრდილ

ევროკავშირი და G7 რუსული ნავთობისთვის ფასის ლიმიტის დაწესებაზე გასულ წელს შეთანხმდნენ, მოლაპარაკებების შედეგად ბარელ რუსულ ნავთობზე ზედა ჭერი 60 დოლარით განისაზღვრა. აღნიშნული სანქცია გულისხმობს იმას, რომ რუსეთი ევროკავშირის ბაზარზე საკუთარ ნავთობს 60 დოლარზე უფრო ძვირად ვერ გაყიდის, EU-ს წევრი ქვეყნები კი ბარელ რუსულ ნავთობში განსაზღვრულ ფასზე მეტს ვერ გადაიხდიან.