მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გააჩნია თანამემამულეებმა როგორ მოილხინეს ახალ წელს“ - იმნაძე ინფიცირების შესაძლო მატებაზე

5ff4272a2a42d
თამთა ჯიჯავაძე
05.01.21 12:55
890
"გააჩნია, ჩვენმა თანამემამულეებმა როგორ მოულხინეს ახალ წელს", - ასე უპასუხა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მომავალ კვირებში ინფიცირების დღიური მაჩვენებლების ზრდას შეეხებოდა.  

„თუ ყველა ოჯახში და ვიწრო წრეში აღნიშნავდა ახალ წელს, გასაგებია, რომ ნიღბით ვერ დაჯდება სუფრასთან ადამიანი... თუ ფართო წრეები იყო, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს შემთხვევების მატებას 10-14 იანვრისთვის“, - აღნიშნა იმნაძემ. 

რაც შეეხება შობის ღამეს მოსალოდნელ რისკებს, იმნაძემ აღნიშნა, რომ თუ ყველაფერი წესების დაცვით მოხდება, შემთხვევების მატება არ იქნება.

„თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი ნაკლებია, თუ არ იცავენ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სუპერმარკეტში, ეკლესიაში თუ მიტინგზე, ერთი და იგივეა; წესებს დავიცავთ - კარგად იქნება ყველაფერი, არ დავიცავთ და იქნება შემთხვევების მატება“, - აღნიშნა იმნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები