მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაბედული, მცოდნე პოლიტიკოსები გვჭირდება, რომლებიც რეფორმებს გაატარებენ - მელაშვილი

646d0462339a1
ალა ისპირიანი
23.05.23 22:29
739
საქართველოს განვითარებისთვის გაბედული, მცოდნე პოლიტიკოსები სჭირდება, რომლებიც რეფორმებს გაატარებენ, - ამის შესახებ თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტმა ირაკლი მელაშვილმა, BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ სტუმრობისას წამყვანის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი მოსაზრებით, მათ შორის სასამართლო რეფორმა აუცილებლად გასატარებელია.

„სასამართლო მაშინ გვჭირდება, როცა საქმე უკვე გაფუჭდა და საქმე გაფუჭებამდე რომ არ მივიდეს, სასამართლო რეფორმა გვჭირდება. გვჭირდება, ეს ერთიანი საბჭოთა სისტემა ერთხელ და საბოლოოდ დავშალოთ - უკვე 30 წელი გავიდა.

ჩვენ გვინდა თავისუფლებას თავისუფალი სისტემის გარეშე მივაღწიოთ - ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, ყველა პროექტს ქვეყანაში მთავრობა ახორციელებდეს და არავის ეკითხებოდეს, ამიტომ ქვეყანას გაბედული, მცოდნე პოლიტიკოსები სჭირდება, რომლებიც რეფორმებს გაატარებენ“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები