„გადადგომას არ ვაპირებ, ეს სრული აბსურდია“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მათმა გუნდმა ახლა აღებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს.
„გადადგომას მე არ ვაპირებ. ეს სრული აბსურდია. პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა აიღო, შევასრულოთ ბოლომდე. ერთს შეგახსენებთ, რომ შარშან თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ ჩვენმა გუნდა დამსახურებულად მოვიგეთ არჩევნებში მერვეჯერ და ხალხისგან განმტკიცებული მანდატი მივიღე, რომ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას. ასე რომ ეს კითხვა უადგილოა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




























