[გადადგომას] არ ვაპირებ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა "ფორმულას" კითხვის პასუხად განაცხადა.
კითხვა ეხებოდა, ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. დოკუმენტში საქართველო ერთხელ არის ნახსენები, პუნქტში სადაც ხაზგასმულია, რომ რომ ალიანსი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას.
- ბატონო დავით, გადადგომას არ აპირებთ?
- არ ვაპირებ.
- რატომ არა?
- შენი საქმე არ არის.
- ბატონო დავით, რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ რომ დეკლარაციაში საქართველოზე ჩანაწერი ამოღებულია?
- არაფერს არ გეტყვი.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის შემდეგ ეს არის ნატოს სამიტის მეორე დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.