მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადაცემის როლი სექტორისთვის ძალიან დიდია" - "უძრავი ქონების პროსპექტმა" კონფერენციას უმასპინძლა

ღონისძიება
28.09.24 21:25
376

"სამშენებლო & დეველოპერული სექტორები - ტენდენციები, გამოწვევები" - ამ სახელწოდებით სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" BMG-ის გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა" საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტთან" პარტნიორობით კონფერენცია გამართა.

ღონისძიების პირველი ნაწილი მთავარი პარტნიორის, “თიბისი კაპიტალის” პრეზენტაციას დაეთმო. კომპანიამ სტუმრებს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა წარუდგინა და იმ პოტენციალზე ისაუბრა, რაც სექტორს გააჩნია.

“ღონისძებაზე წარვადგინეთ განახლებული კვლევა. მოგეხსენებათ, “თიბისი კაპიტალი” ძალიან აქტიურად აკვირდება უძრავი ქონების ბაზარს და ყოველთვიურად აქვეყნებს განახლებას. ამჯერადაც შევაჯამეთ არა მხოლოდ ტენდენციები, არამედ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა განაპირობებს მოთხოვნას, რას შეიძლება ველოდეთ მომავალში…

ჩვენ BMG-სთან და "უძრავი ქონების პროსპექტთან" საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს ღონისძიება ჩვენი პარტნიორობით ჩატარდა და ვფიქრობ, დასაბამი იქნება მსგავსი ინიციატივების და სამომავლოდაც არაერთხელ ვიხილავთ მსგავს ღონისძიებებს”, - განაცხადა "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა ირინა კვახაძემ.

ღონისძების ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც დარგის წამყვანი კომპანიების წარომადგენლებმა სექტორის განვითარებაზე ისაუბრეს, მიმოიხილეს სამშენებლო და დეველოპერული მიმართულებით არსებულ გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და განვითარების ის შესაძლებლობა, რომელიც ინდუსტრიას საქართვლოში აქვს.

პანელურ დისკუსიაში თემო ბიწაძე - "ალიანს ჯგუფის" კომერციული დირექტორი, ვახტანგ ჩქარეული -„აპარტ ჯგუფი“ - ceo, ვასილ ფხაკაძე - „ბიოგრაფი ლივინგი“ აღმასრულებელი დირექტორი და ირინა კვახაძე - "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსი იღებდა მონაწილეობას.

უძრავი ქონების პროსპექტს ორი წელი შეუსრულდა, შემიძლია სრული სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვპარტნიორობთ, რადგან როდესაც დავინახეთ “ბიემჯი”, რომელიც ამ სექტორშ შემოდიოდა, ჩვენი ინიციატივითვე მოვახდინეთ კომუნიკაცია და პირველივე დღიდან მოვყვებით ერთად პარტნიორობას. ძალიან ბევრი საინტერესო კოლაბორაცია გვქონდა, იქნებოდა ეს პროექტის დასტარტვა თუ სტუმრობა, ბიემჯის სტუდიაში, ინფორმაციის გავრცელება თუ პარტნიორული დამოკიდებულება. მინდა წარმატება ვუსურვო მათაც და ჩვენს პარტნიორობასაც ერთად”, - აღნიშნა "ალიანს ჯგუფის" კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ.

ღონისძებას ქვეყნის მასშტაბით მომუშავე სამშენებლო და დეველოპერული, ასევე მომიჯნავე კომპანიების უმრავესობა ესწრებოდა. ინდურსტრიის გარდა, შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც იყვნენ წარმოდგენილები.

"მსგავსი ივენთები ძალიან საჭიროა, ვინაიდან ხდება უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაცვლა და საინტერესო ინფორმაციის გაზიარება, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა მონაწილე up to date რჩება და ეცნობა სხვადასხვა ინოვაციებს, რომლებსაც მონაწილეები ნერგავენ.

რაც შეეხება უშუალოდ გადაცემა “უძრავი ქონების პროსპექტს”, მისი როლი ძალიან დიდია და როგორც სექტორის წარმომადგენელი და რიგითი მაყურებელი აქტიურად ვმონაწილეობ. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას იძლევა როგორც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, ისე სფეროს მიღმა დაინტერესბეული პირებისთვის.

უძრავი ქონების სექტორი ქართული ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მამოძრავებელი დარგია. ვგონებ, ხვალ და ზეგაც ინტერესის საგანი იქნება და მნიშვნელოვანია, რომ “უძრავი ქონების პროსპექტმა” გააგრძელონ და უფრო მეტად განავითარონ თავისი საქმიანობა. მგონია, რომ ეს სფეროს, აუდიტორიას ძალიან წაადგება”, - განაცხადა "დომუსის" დირექტორმა ნიკოლოზ ბახტაძემ.

შეხვედრაზე “უძრავი ქონების პროსპექტმა” სამაუწყებლო სივრცეში არსებობის ორი წელიც შეაჯამა. ღონისძიების დასკვნითი ნაწილში გადაცემის ავტორებმა და წამყვანებმა სექტორის 10 წარმომადგენელი, სხავდასხვა ნომინაციის მიხედვით გამოავლინეს და, “ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის” სიმბოლურად დააჯილდოვეს.

27 სექტემბრის ღონისძიება “უძრავი ქონების პროსპექტმა” “თიბისი კაპიტალთან”, “შერატონთან”, “არქისთან”, “ემ კვარდრატთან” “გარდენ ჰილსთან”, “სიმეტრიასთან” СMC-სთან, “ციტადელთან”, “მაქსთერმთან” და ”ტექნოჯიმთან” პარტნიორობით გამართა.

ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მისი მიზანი დარგის განვითარება იქნება.

ინფორმაციისთვის, BMG-ისა და კომპანია "პროსპექტის" ერთობლივი გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტი" BMGtv-ზე ყოველ სამშაბათს, 16:05სთ-ზე გადის. გადაცემა სექტორულია და ის სრულად სამშენებლო და დეველოპემნტის სფეროს ფარავს.

გადაცემის წარმდგენია „ალიანს ჯგუფი.“

გადაცემის სპონსორია „ტექტო ჯგუფი,“ „ბენე კომფორტი“ და „ჯეტექსი.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები