მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაწყვეტილება ელექტრონულად მაცნობა, ძალიან სამწუხაროა - თურნავა ლეჟავას გადადგომაზე

ნათია თურნავა პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ თანამდებობა დატოვა. ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა სამწუხაროს უწოდებს ლეჟავას გადაწყვეტილებას. ჟურნალისტის კითხვაზე, გადადგომის მიზეზი განსხვავებული მოსაზრება თუ იყო, თურნავა პასუხობს, რომ ეს თავად ლეჟავას უნდა ჰკითხონ. 

შესაბამისად, უცნობია უკავშირდება თუ არა ლეჟავას გადადგომა ეროვნული ბანკის მიერ 19 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც გამონაკლისი დაიშვა საქართველოს სანქცირებული მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილების შემდეგ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნება.

"პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მაცნობა, რომ გადადგომაზე დაწერა განცხადება. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან კარგი პროფესიონალია, ამდენი წელი მუშაობდა ეროვნულ ბანკში. იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა, სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ უკვე ყოფილ კოლეგას საკუთარი შეხედულება ჰქონდეს  რომელიმე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ კონსტიტუციის აღსრულებას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. აქ ჩემი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი და შეუქცევადი", - ამბობს თურნავა.