სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარციმელია ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას.
მისი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორის და ტურიზმის ექსპერტების აზრის გათვალისწინება მოხდეს.
“ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეხვედრები სისტემურია და პერსონალის მხრიდანაც ვხედავთ, მათ ესმით, რომ პრობლემები არსებობს, მაგრამ არაერთხელ თქმულა, რომ მანდატი არ აქვს ადმინისტრაციას, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს, ეს თვითონ ხელისუფლების პრობლემაა თუ რატომ არ აძლევს ამ მანდატს ადმინისტრაციას.
ასევე რაც მთავარია, ამ პროცესებში არ გვაქვს ბიზნესს დემოკრატია, რატომ არ ხდება ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე ბიზნესის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს იქნებოდა პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება რაც სჭირდება ბიზნესს და რაც სჭირდება ტურიზმის განვითარებას. ტურიზმის ექსპერტებმა და თავად ბიზნესმა უკეთ იცის რა არის საჭირო,“- ამბობს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარციმელია.
გიორგი დარციმელია ამბობს, რომ დღეს გიდები ბაზარზე არაერთი გამოწვევის წინაშე არიან, ამ მიმართულებით საუბარი წლებია მიმდინარეობს, თუმცა არაფერი იცვლება. მისი განმარტებით, დღეს გიდს სახელმწიფო არ აღიარებს.
“პრობლემის და საკითხის გადაწყვეტას ბიზნესი უფრო ხედავს. პრობლემების გადაჭრის ხედვა გიდებმა დავდეთ, ამაზე საუბარი 12 წელია მიმდინარეობს, თუმცა მცირე ცვლილებაც არ არის. გიდი აღიარებულია ყველას მიერ გარდა საკუთარი ხელისუფლებისა. გიდს არ ცნობს სამთავრობო უწყება, გიდს კანონი არ ცნობს, გიდი არავინ არ - ეს არის პრობლემა. რაიმე ხელშეწყობაზე ან გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვაზე აღარ ვსაუბრობთ,”- აცხადებს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარციმელია.