მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადავხედავთ საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს" - ირაკლი კობახიძე სასკოლო განათლებაზე

სკოლა სტემი

გადავხედავთ საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსს, გადავდივართ 11-კლასიან პროგრამაზე რეპეტიტორიუმის ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საგანმანათლებლო პროგრამა და სახელმძღვანელოები დაეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.

„მოხდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა და დაინერგება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი. რაც მთავარია, პროგრამა და სახელმძღვანელოები დაეფუძნება ჩვენს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რაც მანამდე სამწუხაროდ არ იყო უზრუნველყოფილი. ასევე, არაფორმალური განათლება იქნება ინტეგრირებული მაქსიმალურად სასკოლო ცხოვრებაში. იქნება უზრუნველყოფილი განათლების უწყვეტობა, პედაგოგთა პროფესიული განვითარების და მხარდაჭერის პროგრამები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სასწავლო გარემო მოსწავლეებისთვის და ამ მიმართულებით რა გეგმები გვაქვს ამას დეტალურად მოგახსენებთ. სკოლის უსაფრთხოება, სკოლების ინკლუზიურობა და მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმების დანერგვა - ეს არის ამ რეფორმის ძირითადი მიმართულებები,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, მთავრობამ სახელმძღვანელოების შეცვლის და ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე გადასვლის გეგმების შესახებ გასული წლის ბოლოს განაცხადა. ხელისუფლების გეგმების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს ასევე 12-წლიანი სწავლებიდან 11-წლიანზე გადასვლაც წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები