მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული უკრაინის EU-ში წევრობაზე - ზელენსკი

6219d80066913
მარიამ ვარადაშვილი
26.02.22 11:34
1378
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტვიტერზე" წერს, რომ დროა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასრულდეს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი გადაწყდეს.

“გადამწყვეტი მომენტია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ხანგრძლივი განხილვა და გადაწყვეტილება იქნას მიღებული უკრაინის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

შარლ მიშელთან განვიხილე დამატებითი ეფექტიანი დახმარების საკითხი და უკრაინელების გმირული ბრძოლა საკუთარი მომავლისთვის”, - წერს ზელენსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები