"გადაზიდვების ღირებულება შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, ორჯერ გაიზარდა", - ამის შესახებ 𝐊𝐚𝐢𝐫𝐨𝐬 𝐋𝐨𝐠𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით, საზღვაო გადაზიდვების გაძვირების ფონზე, კომპანიამ ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყო.
"ჩინეთი აქტურად ავითარებს "ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივას", ამის საშუალებით კონტეინერების შემოტანა რკინიგზით დავიწყეთ. ფასი იგივე ჯდება. ჩინური პორტი "ცინდაო" რომ ავიღოთ, იქიდან 40-ფუტიანი კონტეინერის თბილისამდე ჩამოტანა $9 500 ღირს. მისი ჩამოტანას ზღით 80 დღე უნდა, რკინიგზით კი იმავე ტარიფში 30 დღემდე ჩამოგვაქვს", - განაცხადა მიხეილ ნამადოვმა.
მიხეილ ნამადოვის თქმით, პარალელურად, მოთხოვნა სახმელეთო გადაზიდვებზეც იზრდება.
" ამასთან, მანქანებითაც დავიწყეთ, უყფრო ძვირია, თუმცა უფრი სწრაფია. ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვებით ჩვენი მეზობელი ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა არის დაინტერესებული. დაახლოებით, 20-25 დღე ვუნდებით მანქანით ჩამოტანას, თუმცა ის ზღვასთან და რკინიგზასთან შედარებით, 50%-ით ძვირია.
Drewry’s-ს მონაცემებით, გლობალური საკონტეინერო ინდექსი 40- ფუტიანი კონტეინერისთვის $5117-მდე გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულზეა. ბოლო 1 კვირაში გადაზიდვის ტარიფი 7%-ით, წლიურად კი 233% -ით არის გაზრდილი. ფასებზე ზეწოლას ისევ წითელი ზღვის კრიზისი და ამ ფონზე მიწოდების დარღვეული ჯაჭვები ქმნის.