პანდემია მსოფლიოს ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან 32 მილიონ ადამიანს უკიდურეს სიღატაკეში ჩააგდებს. ამის შესახებ გაერო-ს ახალ ანგარიშშია აღნიშნული.
„საერთაშორისო ქმედებების გარეშე ძირითადი მიზნების მიღწევა განვითარების კუთხით ვერ მოხერხდება“, - აღნიშნულია გაერო-ს განცხადებაში.
ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად განვითარებული ქვეყნები პანდემიით მოსალოდნელზე ნაკლებად დაზარალდნენ, ამ ქვეყნებში 2020 წელი, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეკონომიკურად ყველაზე რთული აღმოჩნდა.
„დღეს, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები ყველაზე მძიმე რეცესიას განიცდიან ბოლო 30 წლის განმავლობაში. მათი ცხოვრების ისედაც დაბალი დონე კიდევ უფრო ეცემა და სიღარიბის მაჩვენებლები კიდევ უფრო იზრდება. კოვიდმა უარყოფითი მონაცემებისკენ შეცვალა ის ნელი გაუმჯობესება, რასაც ღარიბმა ქვეყნებმა პანდემიამდე მიაღწიეს. კრიზისი ფიქსირდება კვების, ჯანდაცვის და განათლების მიმართულებით", - აღნიშნულია ანგარიშში.
გაერო-ს განცხადებით, ღარიბი ქვეყნების წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებული 5 პროცენტიდან 0.4 პროცენტამდე შემცირდა.




























