მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის მოლაპარაკებების დისკუსიების სხვაგან გადატანას არ ეთანხმებიან

ცხინვალი

"ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები მხარს დაუჭერენ ჟენევის, როგორც მოლაპარაკებების ადგილის შენარჩუნებას", - ამის შესახებ ოსური მედია წერს. როგორც RES-ი იტყობინება, თემაზე კომენტარი ცხინვალში მყოფმა გაეროს თანათავმჯდომარემ, ჯიჰან სულთანოღლუმ გააკეთა.

"ჟენევის დისკუსიები, საკუთარი განსაზღვრებითა და ხელშეკრულების მიხედვით, ჟენევაში უნდა ტარდებოდეს. სამივე ორგანიზაცია: გაერო, ეუთო და ევროკავშირი, რომლებიც თანათავმჯდომარეები არიან, ადვოკატირებას ჟენევას, როგორც დისკუსიების ჩატარების ადგილის შენარჩუნებას გაუწევენ", - განაცხადა მან.

მისი განცხადებით, თუ გადატანის გადაწყვეტილება მიიღება, ეს მხოლოდ მონაწილეთა შორის კონსენსუსით უნდა მიიღწეს. მისი თქმით, ამ დროისთვის ამის წინაპირობა არ არსებობს.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. რუსეთს, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. მთავრობებთან ერთად, სურს, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი სხვა ქალაქში ჩატარდეს. ამ დრომდე ახალ ადგილად მინსკი ან ბაქო განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები