გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის გადაწყვეტილებით, გაერო საკუთარ საოპერაციო ხარჯებს $700 მილიონით შეამცირებს. აღნიშნული გადაწყვეტილების წინაშე საერთაშორისო ორგანიზაცია მას შემდეგ დადგა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ მას დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირა.
აღნიშნული საბიუჯეტო გეგმის თანახმად, გაეროს საკუთარი ხარჯების 20%-ით შემცირება მოუწევს, რაც დაახლოებით 3,000 თანამშრომლის გათავისუფლებით იქნება მიღწეული. შემცირებების შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბიუჯეტი $3,7 მილიარდი იქნება - ყველაზე მცირე ბიუჯეტი 2018 წლის შემდეგ.
ორგანიზაციულად, შემცირებები აისახება არსებული დეპარტამენტებისა და უწყებების გაერთიანებით, ისევე როგორც არაეფექტიანი პროგრამების გაუქმებით. გენერალური მდივნის განცხადებით, მძიმე ზომების მიღება აუცილებელი გახდა იმისათვის, რათა გაეროს მიერ მართული კრიტიკულმა პროგრამებმა ფუნქციონირება განაგრძონ.
ცნობისათვის, აშშ, ისტორიულად, გაეროს ყველაზე დიდ სპონსორს წარმოადგენდა - ორგანიზაციის ბიუჯეტის 22% სწორედ აშშ-ის დაფინანსებით იყო მიწოდებული.
ცნობილია, რომ ბიუჯეტის შემცირება შეეხება ასევე გაეროს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა UNICEF, UNESCO, გაეროს პალესტინის მისია, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო და ა.შ.




























