გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჩეხეთი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც რუსეთის შემცვლელად გამოცხადდა. გადაწყვეტილებას მხარი 157 წევრმა დაუჭირა, 23-მა თავი შეიკავა.
ცნობისთვის, გაერომ 93 ხმით 24 წინააღმდეგ, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, 7 აპრილს მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას.