მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მედია კონკურსს აცხადებს

მედიაკონკურსი
29.04.24 13:48
32

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს მედია კონკურსს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის. კონკურსის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაცია, თემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მედია საშუალებების დაინტერესება ამ მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ტელე/რადიო ან ციფრულ/ბეჭდურ მედია საშუალებებში.

საკონკურსოდ წარდგენილი მასალა (ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია) უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს აქტუალურ საკითხებს კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა და ეთერში გავიდა 2023 წლის 1  სექტემბრიდან – 2024 წლის  31 აგვისტოს ჩათვლით.

საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 2 სექტემბერი.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია ბმულზე.