მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს

გაეროს გლობალური ქსელი
24.07.24 15:50
426

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს მედია კონკურსს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის. კონკურსის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაცია, თემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მედია საშუალებების დაინტერესება ამ მიმართულებით.

კონკურსის პირობები შემდეგნაირია:

  • ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე აქტუალურ საკითხებს;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა, ეთერში გავიდა 2023 წლის 1 სექტემბრიდან – 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით;
  • ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ტელე/რადიო რეპორტაჟის, ბეჭდური/ონლაინ სტატიის გამოგზავნა;
  • აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში (ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფონტი – sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება 1.5);
  • კონკურსში წარდგენილ მასალას თან უნდა ერთვოდეს მედია ორგანიზაციის დასახელება და გამოქვეყნებული მასალის ბმული; ელ. ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა);
  • პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევი ტურიდან;
  • საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 2 სექტემბერი;
  • ტექსტის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: mediaaward@unglobalcompact.ge
  • გამოგზავნისას ელექტრონული წერილის სათაურში („subject“ველი) მიუთითეთ: მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისათვის.

აპლიკანტების მიერ, კონკურსის ფარგლებში, გამოქვეყნებული მასალები დაიდება ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე, ჰეშთეგით #მედიაპასუხისმგებლიანიბიზნესისთვის.

კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში:

-საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი;

-საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დაგეგმილია 2024 წლის ოქტომბერში.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ჯილდოს ვებ-გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები