მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს ტურიზმის გენმდივანი შეიხა ალ ნოვაისი გახდა - ის ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს

სს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატი - შაიხან ნასერ ალ ნოვაისი აირჩიეს.

კენჭისყრაზე მან 24 ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, საჭირო კი იყო მინიმუმ - 18.

შეიხა ალ ნოვაისი თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც პოსტს ორი ვადით იკავებდა, მიმდინარე წელს კი ქართული ოცნების მთავრობამ მისი კანდიდატურა უკან გაიწვია.

იქიდან გამომდინარე, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა, 35 ქვეყანამ გენმდივანი ხუთი ნომინანტისგან შეარჩია:

ჰაბიბ ამარი - ტუნისი: ჰაბიბ ამარი ამჟამად ტუნისის ტრანსპორტის სამინისტროში აღმასრულებელი მდივნის პოზიციას იკავებს. 2005-2008 წლებში ქვეყნის ტურიზმის სამინისტროში, ტურიზმის გაუმჯობესების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მის კანდიდატურას ხელს უშლის ტუნისში არსებული არასტაბილური პოლიტიკური გარემო, რამაც ქვეყნის ტურიზმის სექტორიც შეაფერხა.

მუჰამედ ადამი - განა: 2021 წლიდან 2024 წლის დეკემბრამდე მუჰამედ ადამი ესპანეთში განას ელჩის თანამდებობას იკავებდა.

შეიხა ალ-ნოვაისი - არაბთა გაერთიანებული საამიროები: შეიხა ალ-ნოვაისი კორპორაციული ურთიერთობების მენეჯმენტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს Rotana Group-ის, სასტუმროების მმართველი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, მფლობელებთან ერთად, რომელთა ოჯახის წევრიცაა. Rotana-ში დასაქმებამდე იგი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა აუდიტორულ ფირმაში - KPMG.

გლორია გუევარა - მექსიკა: გლორია გუავარა მექსიკის ტურიზმის საბჭოს გენერალური დირექტორის პოსტს ქვეყნის მემარჯვენე მთავრობის პერიოდში იკავებდა, შემდეგ კი მსოფლიოს მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა. ამასთან, გუევარა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის სტრატეგიული მრჩეველიც არის.

ჰარი ტეოჰარისი - საბერძნეთი: ჰარი ტეოჰარისი 2019-2021 წლებში საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის პოსტს იკავებდა და სექტორის პანდემიის შემდგომ რევოლუცირებაზე მუშაობდა. მანამდე იგი საბერძნეთის საინფორმაციო სისტემების გენერალური მდივანი იყო.

უცხოური მედია პოლოლიკაშვილისა და ბაჩიაშვილის საქმეებზე, საქართველო-UAE-ს სავარაუდო გარიგებაზე წერს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები