მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაგრძელდება ყველა მიმართულებით მუშაობა, რათა აღმოიფხვრას კორუფციის ყველანაირი არათუ შემთხვევა, არამედ რისკებიც კი - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე 2023 წლის დეკემბერში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორუფციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან გააკეთა პარტიის ყრილობაზე 2023 წლის დეკემბერში. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორუფციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ერთგვარი პირობა იყო გახმოვანებული იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა და სწორედ ამის გაგრძელებაა ის პროცესები, რაც წარიმართებოდა აქამდე, რაც წარიმართება დღეს და რაც წარიმართება მომავალში.

ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი იქნება უკომპრომისო კორუფციასთან მიმართებით, შესაბამისად, გაგრძელდება ყველა მიმართულებით მუშაობა იმისათვის, რომ აღმოიფხვრას კორუფციის ყველანაირი არათუ შემთხვევა, არამედ რისკებიც კი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. იცით, რომ კონკრეტული და ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით და მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები