"გაირკვა, რომ ნატოს მხრიდან არავითარი ღია კარის პოლიტიკა არ არსებობდა, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლება პრაგმატულად დააკვირდება მოვლენების განვითარებას იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ნატოს, "შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად".
„ეს იყო ფარსი, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა, ორჯერ 2014 წელს და 2022 წლიდან. ეს მიდგომები იცვლება. ჩვენ პრაგმატულად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ნატოს პრიორიტეტები, შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























