საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე Instagram-ის პირად გვერდზე წერს: „უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“. ამგვარად ეხმიანება ის საპროტესტო აქციებს, რომლებიც ბოლო დღეებში რუსული კანონის საწინააღმდეგოდ იმართება.
„მიჭირს და რთულია ვუყურო როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისე ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.