მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიზრდება თუ არა წერეთლის რეაბილიტაციის ბიუჯეტი კონტრაქტების შეწყვეტის გამო?

რეაბილიტაცია

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე არსებული სამივე ხელშეკრულება გაწყვიტა. პროექტის ორ ლოტს კომპანია "მილენიუმ ბილდერს გრუპი" 22 მილიონ ლარად აშენებდა, ერთ ლოტს კი კომპანია "ერ ტე დე" 9 მილიონ ლარად. პროექტის 2024 წლის იანვარში დასრულებისთვის უკვე გამოცხადდა 17.7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით, კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოები უხარისხო იყო და ხელშეკრულებით განსაზღვრულ პარამეტრებს არ შეესაბამებოდა. მაგალითად ჭების და გზის საფარის სიმაღლე ერთმანეთთან აცდენაში იყო, საფარი არ იყო დატკეპნილი, საფარს ჰქონდა ფორები, საფარზე არ იყო მოსხმული ბიტუმი და არ იყო გასწორებული. ასევე გამოვლინდა სხვა ხარვეზებიც, კონტრაქტორებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი ჩამორჩენები გრაფიკთან.

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ამ კომპანიებისთვის ამ დრომდე გადახდილი თანხა 11.6 მილიონი ლარია, რაც მთლიანად პროექტის ღირებულების 37%-ია. შესაბამისად, გამარტივებული ხელშეკრულების ჩათვლით პროექტის მთლიანი ღირებულება ფაქტობრივად უცვლელი იქნება და ის 29.3 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისის მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს ხელშეკრულებები გაუწყვიტა

კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიუხედავად, წერეთელზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება - მერია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები