მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახდი ჩემპიონი ენერგოეფექტურობაში! - ევროკავშირის მხარდაჭერით სპორტულ ობიექტებისათვის ენერგოეფექტურობის შესახებ კამპანია იწყება

CENN

თბილისი, 2 ოქტომბერი. 2023 - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP)“ ფარგლებში, სპორტული ობიექტებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით აცხადებს რეგისტრაციას ენერგოეფექტურობის შესახებ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად.

კამპანია ჩატარდება 2023 წლის ოქტომბერში და ის დაეხმარება სპორტულ ობიექტებს ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის დანერგვასა და შენობებში ენერგოეფექტურობის წახალისებაში. კამპანია ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლების ინფორმირებულობასა და ქცევის ცვლილებას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ ტრენინგებისა და აუდიტის შეთავაზებითა და სხვადასხვა საგანმანათლებლო მასალების გაზიარებით, როგორებიცაა გზამკვლევები და პრაქტიკული
რჩევები ენერგიის დაზოგვის შესახებ.

ზემოხსენებულ პრომოკამპანიაში მონაწილეობის მისაღებად სპორტულმა დარბაზებმა უნდა აჩვენონ სურვილი და მოტივაცია, დანერგონ ენერგიის დაზოგვის პრაქტიკები შენობებში, ენერგიის მოხმარების შესახებ ტექნიკური ინფორმაციის მიწოდებითა და რეკომენდაციების შემუშავების, ისევე როგორც ტრენინგში მონაწილეობისა და პროცესში თანამშრომლების ჩართვის გზებით. პრომოკამპანიაში მონაწილეობის მიღების კრიტერიუმები იქნება ექსპერტული რჩევების გათვალისწინება, შენობის აუდიტის ჩატარება და საინფორმაციო მასალების გამოფენა შენობებში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 8 ოქტომბერი.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა შეავსონ შემდეგი ონლაინ ფორმა:
https://forms.gle/HxqrdnWu8fhtBVE29

პროექტის შესახებ:

“საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” 2021 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დახმარებას ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებისა და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოეფექტურობა, შენობების ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიების წახალისება და ენერგეტიკული ბაზარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:

სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - გიორგი კალანდაძე 591 19 77
97
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის თანამშრომელი - ნინა ბურჯანაძე 599 97 96 77
GESRP-ის პროექტის მენეჯერი - ვახტანგ ბეგაშვილი 595 99 22 00
GESRP-ის პროექტის მენეჯმენტის ასისტენტი - მედეა ჟვანია 555 76 23 45

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები