მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ, რამდენ ხანში გადავასწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას - მაია ბითაძე EU-ს მიმართავს

პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ევროკავშირს მიმართავს. Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია: "გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მგდომ, ყველა კანდიდატ ქვეყანას. გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით როგორც ერს!"

მისი განცხადებით, მოვა დრო და ჩვენ ევროპელ მეგობრებს (ელჩებს), საჯაროდაც მოერიდებათ ჩვენთვის თვალებში ჩახედვა.

"კულისებში როგორ იმართლებენ თავს, ისედაც კარგად ცნობილია. რასაც თქვენ დღეს საქართველოს უკეთებთ, ამას ვუთხარით უარი 90-იანებში, რუსის ტვინით და პროპაგანდით აზროვნება რომ არ გვინდოდა. უმრავლესობა, თქვენდა სამწუხაროდ, ცოცხლები ვართ და კარგად გვახსოვს თქვენი შეშფოთება ან საერთოდ იგნორი - 90-იანებში, 2008-ში და მთელი ის 9 წელი, როდესაც ნაცები გვატერორებდნენ.

დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ - როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია?

გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მგდომ, ყველა კანდიდატ ქვეყანას. გახსენით მოლაპარაკებები!!! და პატივი გვეცით როგორც ერს!

კოლონიალიზმი 50-იანებში დასრულდა European Union in Georgia", - აცხადებს მაია ბითაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები