მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გალფის ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადმა იკლო” – რა დატვირთვით მუშაობს Hilton Garden Inn?

სასტუმრო

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 4-ვარსკვლავია სასტუმრო Hilton Garden Inn, რომელიც კომპანია „რედიქსის“ პროექტია, 2021 წლის შემოდგომაზე ოფიციალურად გაიხსნა და ამ პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას მოქმედი სასტუმრო ადგილობრივ და უცხოელ დამსვენებელსა თუ ბიზნესტურიზმის წარმომადგენლებს მასპინძლობს. 

BM.GE დაინტერესდა რა დატვირთვით მუშაობს დღეისთვის სასტუმრო, როგორია მომხმარებელთა გეოგრაფია, ანუ რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ Hilton Garden Inn-ს ტურისტები და რა ტენდენციები ვლინდება სასტუმროს დატვირთულობის და მიმართვიანობის კუთხით - ამ კითხვებით კომპანია „რედიქსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერს მივმართეთ. ნიკოლოზ სხირტლაძე განმარტავს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში სასტუმროში ცვალებადი დატვირთულობა ჰქონდათ. ივნის-ივლისი შედარებით აქტიური იყო, აგვისტოში კი ნაკლებ დატვირთულობას ელიან. მიზეზი დედაქალაქიდან ხალხის გასვლა და ბიზნესურად პასიური პერიოდია. 
„ზაფხულის ეს პერიოდი, გასული 6 თვესთან შედარებით, ნაკლებად აქტიურია. სასტუმროს დატვირთულობაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკური, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო. 

ქვეყნების მიხედვით სტუმრების მომართვიანობა შეიცვალა და ამის მთავარი ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომია. აღსანიშნია, რომ კოვიდის პერიოდში უცხოელი სტუმრების მომართვიანობის კლების შემდგომ, პრე-კოვიდამდელი მომართვიანობის აღდგენა ხდება და წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ტურისტი შემოდის ქვეყანაში. უნდა ითქვას ისიც, რომ ე.წ. გალფის ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადმა იკლო.

Hilton Garden Inn-ს ყველაზე ხშირად ამერიკიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ე.წ. გალფის ქვეყნებიდან სტუმრობენ“, - ამბობს ნიკოლოზ სხირტლაძემ. 

კითხვაზე - რა წილს იკავებს საერთაშორისო ბრენდის გაყიდვები სასტუმროს დატვირთულობაში, „რედიქსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი ამბობს, რომ Hilton Garden Inn-ის ბრენდს საკმაოდ თვალსაჩინო წილი უკავია. 

„ამაზე მეტყველებს ქვეყნების მიხედვით სტუმრების მომართვიანობაც. მოგეხსენებათ, Hilton-ი ამერიკული ბრენდია და შესაბამისად ამერიკა სტუმრების მიხედვით ტოპ 3 ქვეყანაშია. რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი და მიგრაცია, დიდი ალბათობით აშშ სასტუმროს დატვირთულობაში ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზე იქნებოდა, რადგან სწორედ ომი და მიგრაცია გახლავთ რუსების მაღალი მომართვიანობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი“, - აღნიშნავს ის. 


170-ნომრიანი Hilton Garden Inn სტუმრებს საქმიანი შეხვედრებისთვის 8 სივრცეს სთავაზობს. ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით სასტუმროში განთავსების ღირებულებამ დაახლოებით 10%-ით მოიმატა, რაშიც საუზმე, ფიტნესცენტრი და უფასო პარკინგი შედის. „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Hilton Garden Inn - ში მოქმედი რესტორანი „ანდაზი“ თავის მომხმარებელს საუკეთესო, ჯანსაღ და მრავალფეროვან საუზმეს სთავაზობ. რა თქმა უნდა, რესტორნის მენიუც გამორჩეულია, რომელიც ჯანსაღ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე არის ორიენტირებული“, - აღნიშნავს ნიკოლოზ სხირტლაძე. 

რაც შეეხება სასტუმროში განთავსების ღირებულებას, ფასები 95 დოლარიდან იწყება და ნომრის ტიპის მიხედვით 231 დოლარამდე იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები