მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გალფმა #ბავშვებისთვის ₾431,654.22 შეაგროვა

გალფი
15.01.25 18:03
108

კომპანია "გალფის" ტრადიციული საახალწლო საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში 1270 ოჯახის დასახმარებლად 431,654 ლარი შეგროვდა.

"თქვენი თანადგომით 431,654 ლარი შეგროვდა, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, მარტოხელა მოხუცებსა და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ სხვა პირებს გადაერიცხება "- განმარტავენ კომპანია "გალფში".

„გალფ ჯორჯია“ რამდენიმე წელია საახალწლოდ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს და შეგროვილი თანხით სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება. "გალფის" ქსელში ბავშვებისთვის - ტრადიციული, მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია წელს 14 იანვრის ჩათვლით იმართებოდა, რომლის ფარგლებშიც Gulf Club-ის ბარათით შეძენილი საწვავის თითოეული ლიტრიდან 10 თეთრი საქველმოქმედო ანგარიშზე ავტომატურად ირიცხებოდა.

კამპანიისთვის შექმნილ სპეციალურ პლატფორმა csr.gulf.ge-ზე ლაივ რეჟიმში თანხის შეგროვების პროცესისთვის თვალის დევნება ყველას შეეძლო. კამპანიის ფარგლებში შეგროვებული თანხა 1270 გაჭირვებულ ოჯახს გადაუნაწილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები