დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გასაძლიერებლად, გალის რაიონში უშიშროების ძალების დამატებით ნაწილებს შეიყვანენ. როგორც რაულ ლოლუამ აღნიშნა, აფხაზეთი ნებისმიერ პროვოკაციას მზად დახვდება.
"ეს ზუსტად ის ამოცანა არის, რომელიც ასლან ბჟანიამ უსაფრთხოების ძალებს დაუსახა", - განაცხადა მან.
ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი "ქართული ოცნების" ნარატივს იმეორებს და მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობაზე საუბრობს. ის ე.წ. საზღვარზე ვითარების შესაძლო გაუარესებაზე აკეთებს აქცენტს. მისი განცხადებით, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ჯარის მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოწოდებას აკეთებს.
აღსანიშნავია, რომ 23 ოქტომბრიდან ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საზღვარს 30 ოქტომბრამდე კეტავს.