ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ მახუნჯიაში ხანძარია.
როგორც bm.ge-ის ადგილობრივებმა განუცხადეს, ცეცხლი მანდარინის პლანტაციას უკიდია, რომელიც დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა.
ხანძრის მიზეზი უცნობია. თუმცა, მედიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო მას ვერ აქრობენ. ოკუპირებული გალის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელის განცხადებით, არ არის გამორიცხული, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო. "გალმედიასთან" გაკეთებული კომენტარის მიხედვით, იგეგმება ელექტროენერგიის გათიშვაც.