მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

ნაურუ

ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შესაბამის ქვეყნებს ამის შესახებ დიპლომატიური არხებით შეატყობინებენ.

"ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმების შესახებ აცხადებს.

შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.

შესაბამის ქვეყნებს გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით ეცნობებათ", - ნათქვამია ნაურუს მთავრობის განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელეს.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ 2026 წლის 21 ივლისს გადაწყვეტილებას მიესალმა, რომლის მიხედვითაც „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ და "საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები