მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt And Taggart ტურიზმის შემოსავლების $300 მლნ-ით ზრდას ელოდება

ტურიზმი

Galt And Taggart წელს ტურიზმის შემოსავლების 300 მლნ დოლარით 4.4 მილიარდ დოლარამდე ზრდას ელოდება. მიზეზი აზიის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდაა, რასაც თან ერთვის პირდაპირი ფრენების ზრდა.

2024 წლის 9 თვეში ტურიზმის შემოსავლების წილი მშპ-ში 14.6%-ია, 0.2%-ით ნაკლები გასული წლის შესაბამის პერიოდზე. ბოლო წლებში ტურიზმის შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტში ყველაზე მაღალი 2019 წელს იყო.

2024 წლის ცხრა თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 6.4%-იანი ზრდაა. წელს სამ კვარტალში ქვეყანაში 5.04 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 4.5%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები