Galt & Taggart-ის პროგნოზით 2023 წელს ტურიზმის შემოსავლები $4.2 მლრდ-ს მიაღწევს - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ბაზრის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ 2023 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 1.45 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, სებ-ის თანახმად.
ტურიზმის შემოსავლებში ტოპ ქვეყნები იყვნენ: რუსეთი (285.3 მლნ დოლარი, მთლიანი შემოსავლების 19.7%), თურქეთი (220.5 მლნ დოლარი) და ევროკავშირი (212.0 მლნ დოლარი).
„ჯამურად, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა 3.25 მლრდ დოლარი შეადგინა (+29.2% წ/წ). ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.2 მლრდ დოლარს (+19.0% წ/წ), ხოლო 2024 წელს 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) მიაღწევს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.