მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წლის განმავლობაში საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის 8.5%-მდე შემცირება არის მოსალოდნელი - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უკანასკნელ მიმოხილვაში არის საუბარი. შესაბამისად, ორგანიზაცია ქვეყანაში ლარის სესხების განაკვეთის შემცირებას პროგნოზირებს.

"2024 წლის 31 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 9.0%-მდე შეამცირა, ინფლაციის შემცირების ტრენდის გათვალისწინებით. ეროვნული ბანკის მიხედვით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რაც მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით იმოქმედებს.

ამასთან, სებ-ი ყურადღებას ამახვილებს გეოპოლიტიკურ რისკებზე და რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.

ჩვენი საბაზისო სცენარით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მოსალოდნელია, ეტაპობრივად, 8.5%-მდე შემცირდეს 2024 წლის ბოლომდე,"- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

2024 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების პროგნოზს ეროვნული ბანკიც აკეთებს, რომლის შეფასებითაც 2024 წლის მეოთხე კვარტლისთვის რეფინანსირების განაკვეთი სავარაუდოდ 8.44%-მდე შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები