მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ის პროგნოზით, მსოფლიო ბაზარზე ამონიუმის ნიტრატის ფასი გაიზრდება

ფასები

Galt & Taggart-ის პროგნოზით, მსოფლიო ბაზარზე ამონიუმის ნიტრატის ფასი გაიზრდება - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ნედლეულის ბაზრის მაისის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.

„ამონიუმის ნიტრატი 2024 წლის მაისში ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 2.7%-ით გაიზარდა. რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაზრდილი ფასების შემდეგ ის დაღმავალ ტრენდზე იყო. თუმცა, როგორც განვიხილეთ, მისი წარმოების მთავარი კომპონენტის, ბუნებრივი აირის ფასების ზრდაა მოსალოდნელი, რაც ამონიუმის ნიტრატის ფასზეც იქონიებს გავლენას. მოთხოვნის მხარე პოზიტიურად გამოიყურება - ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი Nutrien ამერიკულ და ბრაზილიურ მოთხოვნაზე დაყრდნობით გაყიდვების ზრდას პროგნოზირებს“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

ცნობისთვის, ამონიუმის ნიტრატი საქართველოსთვის წლების განმავლობაში ერთ-ერთი უმხსვილესი საექსპორტო პროდუქტია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში, აზოტოვანი სასუქების ექსპორტით მიღებული შემოსავალი 45 მილიონ 447 ათას დოლარამდე შემცირდა, გაყიდული საქონლის მოცულობა კი 33.8%-ით 176 310 ტონამდე გაიზარდა. იანვარ-აპრილში აზოტოვანმა სასუქებმა მთლიან ექსპორტში 2.5%-იანი წილით, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში აზოტოვანი სასუქები სულ 16 ქვეყანაში გაიყიდა. ამონიუმის ნიტრატის ადგილობრივ მწარმოებელ კომპანია „რუსთავის აზოტში“ ექსპორტით შემოსავლების კლების მთავარ მიზეზად გეოპოლიტიკურ ვითარებას და საქონელზე რუსეთ-უკრაინის გამო შემცირებული ფასებით განმარტავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები