Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება, მაშინ როდესაც 2023 წელს ეს უმუშევრობა 16.4% იყო. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.
"საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8% შეადგინა, თუმცა წინა კვარტალთან შედარებით, მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 69.2% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 2.4% იყო. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.0 პროცენტული პუნქტით 54.7%-მდე გაიზარდა 2024 წლის მე-3 კვარტალში. ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება 2024 წელს, 2023 წლის 16.4%-დან", - ნათქვამია მიმოხილვაში.