საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებით, იანვარ-აპრილში საქართველოს, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავალი არ გაზრდია.
ორგანიზაციის კვირის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ჩვენი შეფასებით, ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.1 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (უცვლელი წ/წ). ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.




























